|
2022-08-15 17:20:46, 2160 ნახვა
რეგიონი
ბალტიისპირეთში აჭარის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა
აჭარის ონლაინრეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს. სოციალურ ქსელებსა და გუგლის პლატფორმაზე გამოქვეყნებული რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებისა და სარეკლამო ბანერების ჩვენებების რაოდენობებმა 15 600 000 გადააჭარბა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტების ონლაინრეკლამას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ავიაკომპანია AirBaltic-თან თანამშრომლობით ანხორციელებდა. ონლაინკამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა გარე სარეკლამო აქტოვობებიც. კერძოდ, ქალაქ რიგაში ბათუმის საიმიჯო ბანერებით დაიბრენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს ათეულობით ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა ბალტიისპირეთიდან, რამაც აღნიშნული ქვეყნებიდან ბათუმში ტურისტების მოზიდვასა და მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, ბლოგების, გადაცემების გამოქვეყნებას შეუწყო ხელი. მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება რიგადან, ტალინიდან და ესტონეთიდან. რიგის მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს წელს დაემატა, რასაც წინ უსწრებდა ბათუმი საპოპულარიზაციო პრეზენტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)