18:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 11:21:32, 1674 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 711-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 711-მდე გაიზარდა, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით დაღუპული არასრულწლოვანების რიცხვი უცვლელია და 361-ს შეადგენს. 

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 375, ხარკოვის ოლქში - 198, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 60, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 40.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics