18:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 11:19:21, 1755 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ მხარს უჭერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის მოთხოვნას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ.

 დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან  რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ.

 მოსკოვის მოთხოვნით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. რუსეთი ამტკიცებს, რომ  უკრაინის საარტილერიო თავდასხმებმა შესაძლოა რადიოაქტიური კატასტროფა გამოიწვიოს.

„ატომური სადგურის მახლობლად ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლოა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინის ატომურ ობიექტებთან ან მის მახლობლად და სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას. ჩვენ  მხარს ვუჭერთ უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ. “  - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში.

 შეერთებულმა შტატებმა და  G7-ის მოკავშირეებმა მოსთხოვეს რუსეთს "დაუყოვნებლივ გადაეცა სრული კონტროლი" ZNPP-ზე უკრაინისთვის და ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლები შეეშვა, მაგრამ ამ წერილში  დემილიტარიზებული ზონის შექმნა ნახსენები არ იყო.

 ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმაგანაცხადა, რომ  რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოება ვდაცული არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics