23:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-06 10:12:32, 1464 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - დამპყრობლები ხალხს საკვების სანაცვლოდ ფსევდორეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ

ლუგანსკის ოლქში დამპყრობლები ხალხს საკვების სანაცვლოდ ფსევდორეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა გააქტიურებულია ე.წ. "რეფერენდუმისთვის" მზადება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ.

„ასეთი ვითარება შეიქმნა ლისიჩანსკში, სევეროდონეცკში, პოპასნაიაში, რუბიჟნიში, გორსკის, ზოლოტოისა და სხვა დასახლებებში, ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ეს ქალაქები, ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვეს, რომელთა 90% ევაკუირებული იქნა. ბევრი დანარჩენი სარდაფებში და თავშესაფარში ცხოვრობს, ჯერ ყველაფრისგან „გათავისუფლდნენ“, ახლა კი იძულებულები არიან, ფსევდორეფერენდუმზე მივიდნენ“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ბოროტად იყენენს ძალაუფლებას და ხალხისგან მონაცემების გამოტყუებას ცდილობს.

„საოკუპაციო ხელისუფლება და თანამშრომლობითი საზოგადოებრივი მოძრაობა, საკვების ან სამშენებლო მასალების მიწოდების საფარქვეშ, აწყობენ შეხვედრებს რეგიონის მოსახლეობასთან. ისინი იტყუებენ მათ პერსონალურ მონაცემებს. აიძულებს ადამიანებს თავისუფლება გაცვალონ საკვებსა და სასმელ წყალზე“, - დასძინა გაიდაიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და აიღო კონტროლი დასახლებებზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics