18:39 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 15:11:38, 953 ნახვა

მსოფლიო
გუტერეში - ამორალურია, რომ ენერგოკრიზისის დროს ნავთობის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ

ამორალურია, რომ ენერგოკრიზისის დროს ნავთობისა და გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიებს ამისთვის საკმაოდ ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ.

„ამორალურია, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ, იმ ენერგოკრიზისის გამოყენებით, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებსა და საზოგადოებას აწევს ზურგზე. ამას ძვირი ფასი ექნება კლიმატის კრიზისის მხრივაც",- განაცხადა გუტერეშმა.

აშშ-ის ორმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ, Exxon Mobil Corp და Chevron Corp, ბრიტანულმა Shell-მა და ფრანგულმა TotalEnergies-მა ერთად, ბოლო კვარტალში თითქმის 51 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს.

„მოვუწოდებ ყველა ქვეყნის მთავრობას, დაბეგრეთ ეს გადაჭარბებული მოგება და გამოიყენეთ სახსრები დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად ამ რთულ დროს. ასევე მოვუწოდებ ხალხს, რომ გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას და მათ ფინანსისტებს: რომ ეს გროტესკული სიხარბე სჯის ღარიბ და დაუცველ ადამიანებს",- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსები და მომხმარებელთა დამცველები აკრიტიკებენ ნავთობკომპანიებს იმის გამო, რომ მოგების გასაზრდელად გლობალური მიწოდების დეფიციტით სარგებლობენ.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ივნისში განაცხადა, რომ Exxon და სხვები ფულს შოულობდნენ იმ დროს, როდესაც სამომხმარებლო საწვავის ფასები რეკორდულად იზრდება.

გარდა ამისა, გუტერეშმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში კლიმატის ვარდნასთან ერთად გლობალურ სასურსათო, ენერგეტიკულ და ფინანსურ კრიზისს იწვევს.

„ჩვენ უკვე ვხედავთ გამაფრთხილებელ ნიშნებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური აჯანყების ტალღის შესახებ, რომელიც არცერთ ქვეყანას არ დატოვებს ხელუხლებლად",- დასძინა გუტერეშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics