20:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-30 16:12:57, 1320 ნახვა

მსოფლიო
ერმაკი - რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა

რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადებას, აზოვის მებრძოლების სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.

ერმაკის თქმით, ის რასაც რუსეთი დიპლომატიას უწოდებს, სინამდვილეში ბარბაროსობაა.

„რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა. მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკუთარ თავს დიპლომატებს უწოდებენ და საჯაროდ ამბობენ, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩამოხრჩეს და სიკვდილით დასაჯეს. ეს ბარბაროსობა და ველურობაა და არა დიპლომატია.

რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორია. ამის საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს",- წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics