|
2022-07-29 14:44:45, 1686 ნახვა
რეგიონი
შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა" ინფო-ტური მოაწყო
შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა" ინფო-ტური მოაწყო. ტურის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, არსებული კულტურული ძეგლების, ღირშესანიშნაობების და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. ტურში მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, მოწვეული იყვნენ გადაცემა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო და ,,დილის ტალღის" ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოსა და უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები. ინფო ტურის მონაწილეებმა დაათვალერეს დოლოგნის, ზავრის და ვარჯანისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩანჩქერები. ტურის ფარგლებში სტუმრები ,,ცინცაძეების (მარიამის) მარანის" გახსნას დაესწრნენ. დაათვალიერეს მარანი, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების და არყის გამოხდის პროცესს, გაიმართა ღვინის და აჭარული კერძების დეგუსტაცია, სტუმრებისთვის მოეწყო თონეში პურის გამოცხობის მასტერკლასი. სანახაობით და ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს მონაწილეებმა მდინარე აჭარისწყალზე რაფტინგში შეჯიბრი გამართეს. ღონისძიებას ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა", სსიპ ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,სავანე" და ანსამბლი ,,ბეთლემი" აფორმებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)