01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 18:32:06, 2177 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილი - მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს გეგმავენ

მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს,- ამის შესახებ ამის შესახებ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება მისი ოჯახიდან დაიწყო, შესაბამისად სხვადასხვა უწყებებისგან დახმარებას ითხოვს.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, არასამთავროებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს - დაიცვან ფიზიკირად ჩემი უდანაშაულო ოჯახი!“,- წერს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics