20:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 12:49:06, 1042 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მოინახულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჭიათურაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მოინახულა - დავით ჩხაიძე პირველია, ვინც საქართველოში, აღნიშნული პროგრამით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის, სახელმწიფომ, 70 000 ლარი გამოყო. 

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დავით ჩხაიძის რეაბილიტაციის პერიოდსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო - პაციენტს ოპერაცია მარტის ბოლოს გაუკეთდა და თავს კარგად გრძნობს. ამჟამად, გეგმურ რეაბილიტაციას ბინაზე აგრძელებს და საჭირო კვლევებსა თუ მედიკამენტებს უფასოდ იღებს. 

მათივე ცნობით, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც, თანამონაწილეობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს. პროგრამა, ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics