|
2022-07-25 14:11:29, 1888 ნახვა
რეგიონი
სადგურ მეტეხის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სამუშაოები მერმა ადგილზე დაათვალიერა
სადგურ მეტეხის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბეგლარაშვილმა და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ილია ქამხაძემ ადგილზე დაათვალიერეს. 353 გრძივი მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 224 242 ლარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - „დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. საბავშვო ბაღის მიმდებარედ საჯარო სკოლის შენობაც არის განთავსებული და მათთან მისასვლელი გზა რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით გადაადგილებას შეძლებენ როგორც საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის მოსარგებლეები, ასევე დასახლების მაცხოვრებლები“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)