03:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 17:31:18, 1036 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“, თუმცა EU-ს რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთიანობას არ აჩვენებენ

საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია" თუმცა EU-ს რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთიანობას არ აჩვენებენ. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის სტატუსი უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ.

"საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია". სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებენ. ევროკავშირში კანდიდატურა უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ყველა იღებს სარგებელს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics