|
2022-07-21 17:51:38, 1143 ნახვა
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცალკეული მოსამართლეების მიერ შეტანილ სარჩელზე, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ცალკეული მოსამართლეების მიერ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მოპასუხე მხარეა, საკონსტიტუციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს, რომელმაც წინასწარ გამოხატა საკუთარი პოზიცია. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებულ საკანონმდებლო სივრცეს, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეების ერთი სამუშაო ადგილიდან, მეორე ადგილზე გადაყვანას და საკითხებს, რომელიც მთლიანობაში სასამართლო სისტემის ეფექტიანობისთვის იყო მიღებული. მისი თქმით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, პრინციპები, რომ მხარეს არ უნდა გაუჩნდეს ობიექტური საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტული მოსამართლე იქნება წინასწარ მიკერძოებული ერთი მხარის სასარგებლოდ. „ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და მიდგომა. ასეთ შემთხვევაში, მე ის მიკვირს, რომ ამ მოსამართლემ თვითგანრიდება არ განახორციელა. არის ორი მოდელი, ერთი არის თვითგანრიდება, როდესაც მოსამართლეს შეუძლია ეს გააკეთოს, ეს არ ეკრძალება, მაგრამ თუ ასეთ ღია საჯარო პოზიციას დააფიქსირებს, მაშინ კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე თვითგანრიდების მექანიზმს, როდესაც მოსამართლე არის დაინტერესებული, არის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინტერესის მქონე, რომ გამოხატოს კონკრეტული პოზიცია. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მიდგომით ასე უნდა იყოს, რომ და ეს არის უცნაური და სამწუხარო, რომ თვითგანრიდებას არ აკეთებს მოსამართლე. ამიტომ, ჩვენ დაგვჭირდა შუამდგომლობის დაწერა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობაზე მითითებით, რომ ეს კონკრეტული მოსამართლე, ვინაიდან მან პირდაპირ, ღიად, საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი და პირიქით, იქნება მიკერძოებული ამ საქმის განხილვის პროცესში“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)