23:36 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 15:04:57, 1482 ნახვა

რეგიონი
სოფელ იგოეთში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები კასპის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს

სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

გზის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი
ღირებულება 107 756 ლარია.

,,მიმდინარე წელს სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით. საბავშვო ბაღთან მდებარეობს სასოფლო ამბულატორიის შენობაც. შესაბამისად, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სააღმზრდელო დაწესებულებისა და ამბულატორიის მოსარგებლეებისთვის" - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics