06:05 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 12:07:24, 610 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ვითარება ძალიან საგანგაშოა, სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები

ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო, - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე სექტმებრიდან ფართომასშტაბიანი აქციების აანონსებს. 

მისი თქმით, ხელისუფლების პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები და რუსეთის პირისპირ დატოვონ.

„მათი პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები, მარტო დატოვონ რუსეთის პირისპირ და მერე გვითხრან - რუსეთის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს და დასავლეთმა მიგვატოვაო. ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება“ და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო. ივანიშვილი დასავლეთს ევაჭრება, რომ თუ მილიარდებს არ დაუბრუნებს და სანქციებით დაემუქრება, გახდება პრორუსი და ფეხებზე დაიკიდებს ქვეყნის არჩევანს,“ - განაცხადა IPN-ის ცნობით, პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics