06:02 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 22:01:49, 1199 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები რეგიონებში გრძელდება

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები რეგიონებში გრძელდება. 
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე  დღეს  პარტიის გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. 

პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე,  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics