06:05 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 18:37:59, 1065 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცებს’’ ივანიშვილისგან მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული და მისი არსებობაც პრობლემად მიაჩნიათ

,,გულწრფელად მჯერა, „ნაცებმა’’ ზუსტად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, მაგრამ ქვეცნობიერში მისი არსებობა იმდენად აწუხებთ, იმდენად მძიმე პოლიტიკური ტრავმა აქვთ მიღებული თავის დროზე, რომ მისი ამ ქვეყანაში ყოფნაც, მისი არსებობაც კი, პრობლემად მიაჩნიათ,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური არსებობაც კი აშინებთ ამ ქვეყანაში. 

,,წარმოიდგინეთ, ისიც კი აშინებთ, ფიზიკურად ეს ადამიანი, რომ არსებობს და ქვეყანაშია. ეს იმდენად აშინებთ და იმდენად ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებთ, რომ თავისი დავალების მიმცემები და ლობისტები საუბრობენ - პატრიოტი თუა  წავიდეს ქვეყნიდანო ანუ , პატრიოტიზმი დააკავშირეს ქვეყნიდან წასვლასთან. წარმოიდგინეთ რა აბსურდში ვართ გადავარდნილები,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics