07:29 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 21:01:10, 1221 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ღარიბაშვილის წერილი იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება

პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სჯერა, რომ კომისია საქართველოს გვერდით ამოუდგება ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა.

"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. მე მჯერა, რომ კომისია საქართველოს გვერდით ამოუდგება ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის,სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics