08:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-16 11:11:56, 1003 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილის შვილი - ჩხრეკა ჩატარდა კახეთში, გონიოსა და თბილისში, მძღოლის სახლშიც მივიდნენ

საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც - სასტუმროშიც და სახლშიც. გადააატრიალეს სახლები. - განაცხადა სოსო გოგაშვილის შვილმა ნიკოლოზ გოგაშვილმა.

მისივე თქმით, რასაც სოსო აანონსებდა, ის ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს აქვს, ამერიკისაც და ევროკავშირისაც, თავიდან ბოლომდე აქვთ. 

"რასაც სოსო აანონსებდა, ის ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს აქვს, ამერიკისაც და ევროკავშირისაც, თავიდან ბოლომდე აქვთ. არ არის გამორიცხული ამას უკავშირდებოდეს დაკავება, მაგათ ტვინში რა მოიხარშება, არ ვიცი. 

საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც - სასტუმროშიც და სახლშიც. გადააატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, სოსო გოგაშვილი დააკავეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics