22:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 20:25:00, 1047 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ხელი მოაწერეს ერთობლივ სტრატეგიულ დეკლარაციას, რომელშიც აშშ-მ პირობა დადო, რომ გამოიყენებს თავის ეროვნულ ძალაუფლებას ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან ასაცილებლად.

აშშ ხაზს უსვამს, რომ ამ დაპირების განუყოფელი ნაწილია ვალდებულება არასოდეს დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა.

„აშშ კიდევ ადასტურებს ვალდებულებას ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად ირანის აგრესიასა და დესტაბილიზაციის აქტივობებთან დასაპირისპირებლად, იქნება ეს წინსვლა პირდაპირ თუ მარიონეტული და ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხაადებაში.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ორმა ქვეყანამ „აიღო ვალდებულება გააგრძელოს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა,“  დაგმო ჰამასი და ბოლო ტერორისტული თავდასხმები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics