|
2022-07-09 11:34:17, 767 ნახვა
საზოგადოება
დაცვის პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფად დაარსებიდან 18 წელი აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე „დაცვის პოლიციის დღე" აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბაგრატიონმა არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა: "უწყება არ წყვეტს ტექნოლოგიურ განვითარებას და წლის ბოლომდე დაცვის პოლიცია სრულად იქნება აღჭურვილი ევროპული სტანდარტის ტექნიკით. კერძოდ, ინერგება MOTOROLA TETRA სისტემის მოწყობილობები. გარდა ამის, დაცვის პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, დაცვის პოლიციის ყველა თანამშრომელს ახალი სამუშაო ფორმა გადაეცა. „დაცვის პოლიციის წარმატება და დასაცავი ობიექტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა დამოკიდებულია უწყებაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ავტოპარკის განახლებაზე, რასაც წარმატებით ვახორციელებთ. სამინისტროს ცნობით, წელს უწყებას უკვე შეემატა 15 ერთეული სპეციალიზირებული ჯავშნირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ოპერატიული ჯგუფის ადგილზე გამოცხადების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ავტოპარკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა. მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე წელს 95-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 33 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ღონისძიების დასასრულს, შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ემსახურება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)