12:50 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 16:23:31, 1153 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში 8, 9 და 10 ივლისს სარაგბო ზეიმი გაიმართება - ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს

ბათუმში 8, 9 და 10 ივლისს სარაგბო ზეიმი გაიმართება - ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს

ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები  იტალიის ნაკრებს შეერკინება.

სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე შეეძლებათ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც, 8 ივლისს გაიმართება მიუზიკლი  "გაყრა", ასევე მგზავრების და ფანკ ბენდის კონცერტი. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი.

ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ გაიმართება დრამების შოუ, ფრანების შოუ და საზეიმო განწყობა შენარჩუნდება მთელი ქალაქის მასშტაბით.

10 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ბორჯღალოსნები 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან.

სარაგბო ზეიმი ბათუმში 8-9-10 ივლისი

8 ივლისი

20:00 - ევროპის მოედანი

მიუზიკლი "გაყრა"

ფანკ ბენდი

მგზავრები

Dj გურული

9 ივლისი

 11:00 - 20:00 - დრამების შოუ ბათუმის ქუჩებში

 11:00 - ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი

 17:00 - რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი "არსიანი", გონიოს ციხე

 20:00 - ევროპის მოედანზე:

road radio

სუხიშვილები

killage

DJ ბენე

10 ივლისი

12:00 - 20:00 - ფრანების შოუ, ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან

11:00 – 20:00 - დრამების შოუ - ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics