|
2022-07-08 14:49:31, 3801 ნახვა
საზოგადოება
მედიის განვითარების ფონდი - „ალტ-ინფო” ულტრანაციონალისტ რუს ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან არის დაკავშირებული
„ძალადობრივი ანატომია - 1 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან“,- ამ სათურით აქვეყნებს მედიის განვითარების ფონდი ანგარიშსს, სადაც 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზეა საუბარი. ანაგრიშის მიზანია, იმ ჯგუფების შესწავლა, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ძალადობრივი პროტესტის და ჟურნალისტებზე ორგანიზებული ძალადობის შედეგად გამოჩნდნენ. მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ანგარიშის პირველი ნაწილი აქციის მონაწილეთა პროფილებს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნილ ალტ-ინფოს, რომელიც ასპარეზზე ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის გზით, დღის წესრიგით შემოვიდა და რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. „2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის” საწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებიდან ერთი წელი გავიდა. აქციის ჩასაშლელად ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს, სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზაცია „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისები, ასევე პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები დაარბიეს. 6 ივლისს კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საქართველოს დროშის გვერდით აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ძალადობრივი ჯგუფები 53 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათი ტექნიკა კი მიზანმიმართულად დააზიანეს. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე თავდაპირველად 31 პირი დააკავეს. თუმცა, მედია ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, თავად ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ სამართალდამცავებს ზომები არ მიუღიათ. ძალადობრივი აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: სხვანეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან იყვნენ ჩამოსულები და მეტწილად ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის” და “ქართული მარშის” მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. სოციალულ ქსელში გავრცელებული ფოტომასალების ანალიზის შედეგად “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებით ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირების ამოცნობა და მათი კავშირების დადგენა მოახერხა (იხ. დანართი 1). გამოიკვეთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით საქმიანობენ. ეს ჯგუფებია:
აქციის ორგანიზებას და იდეოლოგიურ მხარდაჭერას, მათ შორის ძალადობის კულტივირებას, როგორც მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, ტვ ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები ახდენდნენ, რომლებიც მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიად ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა ტრანსფორმირდნენ. თავის მხრივ, აღნიშნული ჯგუფი ულტრანაციონალისტ რუს ფილოსოფოსსა და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ ალექსანდრ დუგინთან არის დაკავშირებული”,- აღნიშნულია ანგარიშში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)