12:50 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 17:43:44, 1091 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, აბსურდია

მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, რაც  მოვისმინე, ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა. 

„ის, რა არგუმენტიც მოიყვანა შვეიცარულმა ბანკმა, რომ თურმე რეზოლუცია არის საფუძველი, რომ სანამ სასამართლო არ დამავალებს არ გადავრიცხავ თანხას, ეს არის აბსურდი და სისულელე. მგონია, რომ შვეიცარიული ბანკი უკვე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა, იმიტომ, რომ რაც მე მოვისმინე ადვოკატების განცხადებით, სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს. მიღებულია გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, რომ ეკუთვნის ადამიანს ის თანხა, ეს ერთი და მეორე - როდის აქეთ გახდა რეზოლუციები სამართლებრივი ღირებულების მქონე, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, ეს აბსურდია. ის შვეიცარიული ბრენდი, რაც არის საიმედოობა და მყარი სტატუსი შვეიცარული საფინანსო ინსტიტუციების, ამას არღვევს ეს კონკრეტული კომპანია და რატომ აბედინებენ ამდენს, ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიღებულია არაერთგზის გადაწყვეტილება, რომ ბანკს ეკუთვნის თანხის გადახდა“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics