02:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 12:18:20, 768 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს ჰენრი ბლუმბერგს, სებასტიან განიეს და რასელ კემპკერს შეხვდა. მხარეებმა სამედიცინო ჰოლდინგის სექტორში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.  განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

უწყების ცნობით, როგორც ილია ღუდუშაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, იგეგმება სამედიცინო ჰოლდინგისა და ტუბერკულოზის ცენტრის კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება, სამეცნიერო კვლევების მიმართულებით გააქტიურება. მისი თქმით, ამ პროცესებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც საქართველო-ემორის ტუბერკულოზის (TB) კვლევის სასწავლო პროგრამა გაიარეს. 

„პროგრამის ფარგლებში, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ორმოცამდე ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი „ემორის უნივერსიტეტის“ სტიპენდიატი გახდა, მათ წინასადოქტორო და სადოქტორო სემესტრების სრული კურსი ტუბერკულოზის სფეროში აქტიური კვლევების მიმართულებით უკვე გაიარეს.

შეხვედრას, ესწრებოდნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ლადო შელია და ჰოლდინგის მართვაში შემავალი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics