03:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 13:01:14, 934 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და საელჩოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს - კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ.

ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისთვის. მსურს, გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები ყველა წამოწყებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალწლიანი პარტნიორობისა და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მეტად ვაფასებთ შეერთებული შტატებთან, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ჩამოყალიბებულ მტკიცე და ნაყოფიერ თანამშრომლობას." - აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის მიერ აშშ-ს ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics