14:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 11:03:47, 1386 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს,- აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ბრიტანეთის მიერ გაწეული  სამხედრო დახმარება 2,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ბრიტანეთმა ასევე გამოყო 1,5 მილიარდი ფუნტი უკრაინის ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერისათვის.

" ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარება სრულად ცვლის უკრაინის თავდაცვას,"- აცხადებს ჯონსონი.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატო-ს ლიდერებს მოუწოდა მეტი გაეკეთებინათ უკრაინის ომის ფონზე. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია. 

დიდი ბრიტანეთი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით - აშშ-მა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა 40 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის პაკეტი.

ბრიტანეთის ახალი დახმარება მოხმარდება "დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემების", თვითმფრინავების, ელექტრონული ომის აღჭურვილობისა და "ათასობით სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაკრების" შეძენას,- განმარტა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics