06:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 14:07:51, 1132 ნახვა

საზოგადოება
„ალტ-ინფოს“ ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მიზეზი, სავარაუდოდ, მათი მხრიდან თბილისი პრაიდის მისამართით მუქარაა.

მოძალადეების თქმით, იმის მიუხედავად, რომ წელს პრაიდის კვირეული ღირსების მარშის გარეშე ჩაივლის, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას არც დახურულ სივრცეში დაუშვებენ.

ამასთან, ცოტახსნის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.

თავად თბილისი პრაიდის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს და 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები დააკავოს, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები.

შეგახსენებთ, რომ კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:

  • ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება. კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.
  • რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.
  •  გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics