18:44 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 14:05:07, 966 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - სამწუხარო იყო განცხადება, რომელიც ამ დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა

სამწუხარო იყო განცხადება, რომელიც ამ დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჟღერდა. - განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვნამა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

მისივე თქმით,საქართველო იყო და დარჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების კუთხით.

​"უნდა ითქვას, ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, მაშინ, როცა ვიცით, ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ძალიან სამწუხარო იყო ის განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში გაჟღერდა და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანთროპისთვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მან საკუთარ თავზე აიღო ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისთვის. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნათლად განაცხადა, რა არის ჩვენი გეგმა: ჩვენი გეგმაა, რომ ვიმუშაოთ ბევრი და დავრწმუნდეთ, რომ ევროსაბჭოს ყველა პირობა შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო იყო და დარჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების კუთხით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics