06:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 16:42:36, 1075 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - ევროპული ქვეყნები, ნატო-სთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

”როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ბოლოს და ბოლოს, ჰიტლერმა შეკრიბა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ არა დიდი ნაწილი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომისთვის. ახლა ასევე, ევროპული ქვეყნები, ნატოსთან ერთად, შეიკრიბნენ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირი გადაიქცა ანტირუსულ გაერთიანებად და მოსკოვი "ნამდვილად შეხედავს ევროკავშირის ქცევას" და "გაჰყვება რეალურ ნაბიჯებს", რომლებსაც ბრიუსელი, ისევე როგორც მოლდოვა და უკრაინა, გადადგამენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

ლავროვი არ ელის, რომ „ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი როგორმე გაიფანტება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics