19:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 16:21:39, 836 ნახვა

პოლიტიკა
ჯონსონი - რუსეთის აგრესია უკრაინის ომში მომდევნო რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მისი არმია ამოწურავს საკუთარ რესურსებს

რუსეთის აგრესია უკრაინის ომში მომდევნო რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მისი არმია ამოწურავს მის რესურსებს. - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ძალები წინ მიიწევენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, თუმცა ეს ყველაფერი მათ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სერიოზული დანაკარგის საფუძველზე უწევთ. 

„ჩვენი თავდაცვის სადაზვერვო სამსახური კი თვლის, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთი შეიძლება მივიდეს იმ მომენტამდე, როდესაც წინსვლა აღარ იქნება, რადგან ის ამოწურავს საკუთარ რესურსებს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics