19:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 13:18:42, 1647 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა ფრონტებზე ახალი სატანკო ქვედანაყოფები და ტაქტიკური ჯგუფები განათავსა

რუსეთმა ფრონტებზე ახალი სატანკო ქვედანაყოფები და ტაქტიკური ჯგუფები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ვოლინისა და პოლისიის ფრონტებზე ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ატარებენ " სამობილიზაციო წვრთნებს " გომელის ოლქში (ბელორუსია), უკრაინის სახელმწიფო საზღვართან, 2022 წლის 22 ივნისიდან 1 ივლისამდე.წვრთნების ფარგლებში ბელორუსის სპეცოპერაციების ქვედანაყოფები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად ივარჯიშებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დივერსიულ და სადაზვერვო საქმიანობას.

'დონეცკის ფრონტზე რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ სევიეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებაზე, თავდასხმის ოპერაციების ჩატარებაზე ლისიჩანსკში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის მიზნით და უკრაინული ძალების მიწოდების მთავარი მარშრუტების გადაკეტვაზე,"- ვკითხულობთ ანგარიშში.

 გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აგრძელებენ საომარი მოქმედებების ზონის იზოლირებას და დაზვერვას შავი და აზოვის ზღვების წყლებში . რუსეთი აგრძელებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის ბლოკირებას.ხუთი საზღვაო საკრუიზო რაკეტების მატარებელი (აღჭურვილი 40-მდე კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით) მზადაა შავ ზღვაზე სარაკეტო შეტევების განსახორციელებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics