20:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 22:15:29, 1154 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე

ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე. - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

მისივე თქმით, ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაციით, თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნეს ქართველებმა, რომ ისინი მზად არიან, ევროპულ გზას გაყვნენ.

"ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაციით, თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნეს ქართველებმა, რომ ისინი მზად არიან, ევროპულ გზას გაყვნენ. მე მათ ვეუბნები - ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ქართველებო. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რათა ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის უფრო მისაღები არ ყოფილიყო. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, იპოვეთ ძალა, რომ მიჰყვეთ ევროპულ გზას. ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის ციხიდან გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics