|
2022-06-21 14:44:37, 700 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე აქციაზე - არ ასახავდა რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია ორგანიზებული იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, თუმცა აქციაზე მყოფი ადამიანები არ იყვნენ ნაციონალები. მისი თქმით, დემონსტრაცია არ ასახავდა რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. "აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია. არ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! სირცხვილი ვის წარმოადგენს?! ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და მისი ახალგაზრდული პარტიის, ფრთა, რომელსაც სირცხვილია ჰქვია, მათ მიერ იყო ორგანიზებული. მე არ ვამბობ იმას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ ნაციონალები", - ამბობს კალაძემ. ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს. დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)