22:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 10:36:12, 1704 ნახვა

პოლიტიკა
გოშიევსკა - ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს!

ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს,- ასე გამოეხმაურა გუშინდელ აქციას პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგორზატა გოშიევსკა.

გოშიევსკას თქმით, ხალხის რუსთაველზე ყოფნა, ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტური იყო, ახლა კი  ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა.

„ქართველებო! დღეს თქვენი რუსთაველზე ყოფნა, თქვენი ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია. ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა.

დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ.

დიახ, არ განხორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა.

დახ, ქვეყანა ოლიგარქიულია.

დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.

მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია.

ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის არ მართავს.

ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს!

როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები“,- წერს გოშიევსკა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 ივნისს მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics