22:38 - 25 Jul, 2026
|
2022-06-21 00:08:05, 2387 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოწვევის წერილს უგზავნის ევროპული საბჭოს წევრებს 23 და 24 ივნისის შეხვედრის წინ. თუმცა, მიშელი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრობს და საქართველოს არ ახსენებს. "'ახლა დროა, გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გთავაზობთ, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. პარალელურად, ვაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. " - განაცხადა, შარლ მიშელმა. ევროპული არჩევნის დასადასტურებლად საქართველოს დიდ ქალაქებში დღეს აქცია სახელწოდებით "შინ ევროპაში" ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)