|
2022-06-20 19:35:26, 1448 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც გადის დღეს დემონტრაციაზე
ერის ისტორიაში გადამწყვეტი დღეებია - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიგინგზე. მისივე თქმით, ბოლო დღეებს საქართველოს ინტერესების დასაცავად იყენებს და აგზავნის წერილებს ევროპელ კოლეგებთან, რომელშიც არგუმენტირებულად განმარტავს თუ რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. " მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც გადის დღეს დემონტრაციაზე. დადებითად ვაფასებ პრემიერის განცხადებას რეფორმების შესახებ. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ვიყოთ მობილიზებულები. ეს გადაწყვეტილება მოგვცემს განვითარების ახალ შანსს. გისურვებთ ევროპულ საქართველოს და მე მინდა, რომ ეს გზავნილი იყოს ნათელი საქართველოდან მე მინდა, რომ ყველას გთხოვოთ რომ ყველაფერი ამ დღეებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძალებში არის, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა. ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა და ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე.. "- აცხადებს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)