|
2022-06-19 12:11:50, 2700 ნახვა
სამხედრო
ლოჯისტიკის სასწავლო კურსი დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიღების, განთავსებისა და ოპერაციის რაიონში გადაადგილების (RSOM) კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კურსი ჩეხეთის რესპუბლიკის მრავალეროვნული ლოჯისტიკის საკოორდინაციო ცენტრის (MLCC) მიერ სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ქ. ფოთში, პორტის ნავსადგურში ჩატარდა. სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. ორი კვირის განმავლობაში მსმენელებმა, როგორც სამშვიდობო ოპერაციების, ასევე საომარი მოქმედებების დროს ოპერაციის რაიონში ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის მიღება, განთავსება და გადაადგილება შეისწავლეს. მსმენელებმა ინფორმაცია ნატოს და პარტნიორი ქვეყნების განახლებული ლოჯისტიკური პროგრამების შესახებაც მიიღეს. „კურსი საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩეხი ინსტრუქტორების მიერ ჩატარდა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ლოჯისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და ლოჯისტიკური ოპერაციების შესრულებას. ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)