01:58 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 10:40:09, 739 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შვეიცარიული ბანკი ანგრევს საკუთარი სისტემის რეპუტაციას, თანხებს არ ურიცხავს ივანიშვილს

„არის კონკრეტული შვეიცარიული ბანკი, რომელიც ყველა გადარიცხვას ტრადიციულად ერთ დღეში აწარმოებდა. ახლა ორი თვე გავიდა და გადარიცხვა არ განუხორციელებია, რაც მთლიანად არა მარტო ამ ბანკის, შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევს. ჩვენ მილიონჯერ გვაქვს გაგონილი, რომ შვეიცარიული ბანკი არის ყველაზე დაცული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ ფულის ჩადება და ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლია ამ თანხების განკარგვა, რაც ბავშვობიდან გვესმოდა 40 წელი შვეიცარიულ ბანკებთან დაკავშირებით იმას ანგრევს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ Palitra News-ის ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში საქმიანობა დაიწყო სანქციით, ყადაღით და უბედურებით, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაუწესა. 

„ჩვენ რატომ ვისაუბრეთ ამაზე, ადვოკატმა ისაუბრა და მერე მეც ჩემ თავს უფლება მივეცი, რომ განცხადება გამეკეთებინა იმაზე, რომ ეს ე.წ. ფაქტობრივი სანქცია რეალურად არსებობს, სახეზეა.  ერთი რამის თქმა მინდა კიდევ ერთხელ. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში საქმიანობა დაიწყო სანქციით, ყადაღით და უბედურებით, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაუწესა. გახსოვთ ყველას ინკასაციის მანქანებს აჩერებდნენ, ანგარიშებს უყადაღებდნენ, მოქალაქეობა წაართვეს, სატელიტური თეფშები დაუყადაღეს და ა.შ. კომიკურ სახესაც კი იძენდა ეს ყველაფერი, სასაცილოა სატირალი რომ არ ყოფილიყო. ახლაც არის იგივე საკითხის წინაშე. გახსოვთ ყველას რა რეჟიმს უპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი, თავი ჰქონდა გადადებული და რეალურად ეს ქვეყნისთვის გააკეთა“- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics