|
2022-06-14 16:08:23, 1793 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის თავდაცვა - გერმანული ჰაუბიცები უკრაინაში გამოსაყენებლად უახლოს მომავალში იქნება მზად
უკრაინის ჯარების წვრთნა გერმანულ ჰაუბიცებზე მალე დასრულდება, რაც გზას გაუხსნის იარაღის გამოყენებას უკრაინის ომში, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა. უკრაინა დასავლეთს მეტ და უკეთეს არტილერიას სთხოვს, რადგან ქვეყანას საბჭოთა ეპოქის საბრძოლო არსენალი ეწურება.დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ნატო-ს სტანდარტების იარაღს დაპირდნენ, მაგრამ სამხედროებისათვის მათი გამოყენების შესწავლას დრო სჭირდება. ”მალე დასრულდება სწავლება Panzerhaubitze 2000-ზე, რათა ის გამოიყენებოდეს უკრაინაში ბრძოლაში”, - განუცხადა ლამბრეხტმა ჟურნალისტებს დასავლეთ გერმანიის ქალაქ რაინბახში სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს. Panzerhaubitze 2000 არის ერთ-ერთი უძლიერესი საარტილერიო იარაღი ბუნდესვერის ინვენტარში და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 40 კმ მანძილზე. მაისში გერმანიამ პირობა დადო, რომ კიევს შვიდი თვითმავალი ჰაუბიცს მიაწვდიდა, რაც ნიდერლანდების მიერ დაპირებულ ხუთ საარტილერიო სისტემას დაამატა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)