|
2022-06-10 19:58:48, 1688 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრინის დაზვერვა - რუსეთი ამ ტემპით ომის გაგრძელებას კიდევ ერთი წელი შეძლებს
რუსეთი ამ ტემპით ომის გაგრძელებას კიდევ ერთი წელი შეძლებს. - განაცხადა უკრაინის დაზვერვამ. მათივე თქმით, რუსეთს ამის ეკონომიკური რესურსები აქვს. "კრემლის ხელმძღვანელობა, ალბათ, ცოტა ხნით, ომის გაყინვას შეეცდება, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, ხოლო მოგვიანებით, აგრესია გააგრძელოს. რუსეთის ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ამ ტემპით, ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს. რუსეთის მიზანი მთელი უკრაინაა და არამხოლოდ უკრაინა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)