|
2022-06-09 11:14:32, 1797 ნახვა
ომი უკრაინაში
სამხრეთ კორეა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების დასაცავად 1,2 მილიონ დოლარს გამოყოფს
სამხრეთ კორეა უკრაინას 1,2 მილიონი აშშ დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო ოპერაციების მხარდასაჭერად. დახმარება უკრაინას გაეროს მეშვეობით მიეწოდება და ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. "დახმარება გამოყენებული იქნება ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებისთვის, მათ შორის IAEA-ს შესაბამისი პერსონალის გაგზავნისთვის და უკრაინის მიერ საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შესყიდვისთვის,"- განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სამხრეთ კორეამ დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში. სეულმა გასულ კვირას 3 მილიონი დოლარი გამოყო მსოფლიო სასურსათო პროგრამის გადაუდებელი დახმარების პროექტში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)