|
2022-06-08 20:06:57, 1425 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში პერსპექტივა არ აქვთ
ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ოკუპანტებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში პერსპექტივა არ აქვთ. "31 000 რუს ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად უაზრო ომის საფასურს რუსეთი დღეში თითქმის 300 სიცოცხლით იხდის. მოვა დღე, როდესაც დაღუპულთა რიცხვი მიაღწევს რუსეთისთვის მიუღებელ ნიშნულს. ოკუპანტების კონტინგენტის უდიდესმა ნაწილმა შესანიშნავად გააცნობიერა, რომ მათ უკრაინაში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, არა თქვენი მონები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)