12:25 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 10:17:34, 1112 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საქართველომ კი არა

სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს და ეს არის მათი უკანასკნელი შანსი, რომ რაღაცნაირად მოახერხონ საქართველოში სიტუაციის ამოყირავება, ხელისუფლების დამხობა და ა.შ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მაგალითად, ასოცირებულ ტრიოში აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. დავუშვათ მოხდა ისე, რომ კრიტერიუმების მიუხედავად, საერთოდ არაფერი გაითვალისწინეს და საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში მოხდა რაღაც არაორდინალური, რაღაც ისეთი, რაც საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. სუბიექტურად რომ წავიდეთ, ვისი ინტერესია ეს ყველაფერი? სუბიექტურად კი, რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს, ამ ხელისუფლებას არ აწყობს ასეთი გადაწყვეტილება. საქმის გაფუჭება გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება“, - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics