06:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 11:25:44, 1506 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერის მრჩეველი - რუსეთი დონეცკში სკოლებისა და ლიცეუმების დაბომბვისთვის ემზადება

რუსი დამპყრობლები დონეცკის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მორიგი დაბომბვისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. 

უკრაინული მედიის ინფორმავიით, რუსმა დამპყრობლებმა ასევე გახსნეს მარიუპოლის №65 საშუალო სკოლა, სადაც მშობლებს აიძულეს ფანჯრები ფირით გადაეფარათ.

„რუსები დონეცკის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მორიგ დაბომბვას ამზადებენ. ღამით რუსეთის საჯარო გვერდებზე მასიური ცნობები გავრცელდა დონეცკის რეგიონში „ნაციონალური ბატალიონების საცეცხლე პოზიციების მოწყობის“ შესახებ. კერძოდ, კრამატორსკი: საინჟინრო კოლეჯი, საშუალო. სკოლები 10 და 16. სლავიანსკი: საინჟინრო ლიცეუმი. იყავით ფხიზლად. მიიღეთ უსაფრთხოების ყველა ზომა და ნუ უგულებელყოფთ განგაშის შეტყობინებებს.

ბავშვებისთვის საკვები არ არის, ელექტროენერგია ერთი გენერატორიდან მიეწოდება, ასე რომ დე ფაქტო განათლება ყოველგვარი კომპიუტერული აღჭურვილობის გარეშე. სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე: ენა/ლიტერატურა/მათემატიკა“, - განაცხადა მერის მრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics