|
2022-05-31 22:23:29, 1665 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ დაველოდებით შესაბამის იარაღს ხალხის შეძლებისდაგვარად გადასარჩენად
ჩვენ არ ვართ მიბმული დეოკუპაციის თარიღთან, ჩვენ ვართ მიჯაჭვული ხალხთან. - განაცხადა უკრაინის პრრზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ჩვენ დაველოდებით შესაბამის იარაღს ჩვენი ხალხის შეძლებისდაგვარად გადასარჩენად. "ჩვენ არ ვართ მიბმული დეოკუპაციის თარიღთან, ჩვენ ვართ მიჯაჭვული ხალხთან. თუ ჩვენი ესა თუ ის ნაბიჯი, ჩვენი ოპერაციები, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის დეოკუპაციასთან, დაკავშირებულია ათიათასობით მსხვერპლთან, მაშინ ჩვენ დაველოდებით შესაბამის იარაღს ჩვენი ხალხის შეძლებისდაგვარად გადასარჩენად. მართალი გითხრათ, ეს ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე არ არის ჩვენი პრიორიტეტი“. - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)