|
2015-02-05 10:13:21, 1324 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლობის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ანკარას ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბათუმში ანკარას ინტერპოლის მიერ 2014 წლის 4 ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წ. დაბადებული მუსტაფა ბესიკჩი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მუსტაფა ბესიკჩის ბრალად თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3-e, 87/1-d, 62 და 53/1-a, b, d, e, c მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული რაც ითვალისწინებს სხეული დაზიანებას ცივი იარაღის გამოყენებით ედება. შსს-ს ცნობით 2009 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ რიზეში მუსტაფა ბესიკჩიმ დანის გამოყენებით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა თურქეთის მოქალაქეს თუნჩაი იენიგუნს. ამ დროისთვის მუსტაფა ბესიკჩი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)