15:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 19:07:43, 1231 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მიხეილ სააკაშვილს

დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. - განაცხადა ნიკა გვარამიამ მის მიერ დაწერილ წერილში, რომელიც რუსთავის ციხიდან მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გააცნო ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი მასაც გამუტანა.

"დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. გამოვიდა და ისაუბრა დიაგნოზებზე, მკურნალობის ფორმებსა და შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად წინასწარ დააანონსა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics