17:09 - 26 Jul, 2026
|
2022-05-28 17:36:34, 1224 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ექიმი - დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ეს 2 თვის წინ იყო
მდგომარეობა დღეს უფრო უარესია, ვიდრე 2 თვის წინ. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისივე თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიულ ექსპერტთა ჯგუფმა რაც შეიძლება სწრაფად მოინახულოს. "პროცესი რეგრესირებს, უარესდება. ჩემი აზრით, მისი მდგომარეობა დღეს უფრო უარესია, ვიდრე 2 თვის წინ იყო. მე ახლა ველი, რომ ექსპერტიზა შევა, რაც შეიძლება ჩქარა. იმდენად კომპლექსურია ეს ავადმყოფი, რომ ჩვენ პირობებში მისი მკურნალობა შეუძლებელია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია". - განაცხადა ყიფშიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)