17:09 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 15:44:22, 944 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველო იმაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა

საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

კობახიძის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას.

„საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, არსებობს ძალიან მარტივი კრიტერიუმები - ეს არის როგორც სამართლის უზენაესობა და დემოკრატია, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა, ეს არის, ზოგადად, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics