|
2022-05-26 21:01:28, 1637 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიკოლაევის ოლქში ოკუპანტებმა ერთი ქალი, რომელიც ძროხებს აძოვებდა მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში, ბერეზნეჰუვატეს დასახლების გარეუბანში ორ ქალს, რომლებიც ძროხებს აძოვებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონალური საბჭო ავრცელებს. მათივე თქმით, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. " ოკუპანტები ნიკოლაევის ოლქის დაბომბვას აგრძელებენ. ისინი აზიანებენ და ანადგურებენ სახლებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს. ბოლო 24 საათში ნიკოლაევში 14 ადამიანი დაშავდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)